„რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი „ბარსელონაში“ ითამაშებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბის ყოფილი ვარსკვლავი, რომელიც „ლა დესიმას“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო, შესაძლოა კატალონიის „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს...
ლაპორტას გუნდი ანხელ დი მარიასთან 2 წლიან თანამშრომლობას გეგმავს და მას უსმან დემბელეს შემცვლელად განიხილავს.
2 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არგენტინელი გამოცდილი ვარსკვლავი კარიერას „იუვენტუსში“ განაგრძობდა, თუმცა როგორც სჩანს, აქ დახურული არაფერია და ანხელი „კამპ ნოუზეც“ შეგვიძლია ვიხილოთ.
„ბარსელონამ“ დი მარიას უკვე მიმართა, თუ ფეხბურთელს კატალონიაში თამაში სურს, ხელფასი მნიშვნელოვნად უნდა შეიმციროს, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
- 6 ივნისი 2022
- 10 986
- 12