„რეალს“ რაიან ჩერკი არ დავიწყებია
რაიან ჩერკი, რომელიც ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანის დროს იყო „რეალის“ რადარზე, კარლო ანჩელოტის ინტერესთა არეალშიც არის...
„ლიონის“ ახალგაზრდა შემტევი, რომელსაც საფრაგენთის ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ კიდევ უფრო პროგრესირებს და საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს.
ჩერკი უკვე 18 წლის არის, მის კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
ფეხბურთელის ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 25 მილიონი ევროა, მაგრამ ფრანგულ კლუბს მის ნაცვლად გაცილებით მეტის მიღება სურს, რადგან ძალიან დიდი პერსპექტივისა და შესაძლებლობების მატარებებელია.
ესპანური გამოცემების ცნობით კი, მადრიდული გრანდი ფეხბურთელის ბერნაბეუზე ჩაყვანას 2023 წლის ზაფხულში გეგმავს.
- 6 ივნისი 2022
- 919
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.