იოვიჩის გოლი, ასენსიოს ასისტი და ურუგვაის ფრე
სამეფო კლუბის ფეხბურთელები აქტიურად არიან ჩართულნი სანაკრებო პერიპეტიებში.
ურუგვაის ეროვნული გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ამერიკას დაუპირისპირდა და უგოლოდ დაუზავდა. ფედერიკო ვალვერდე პაექრობის მსვლელობაში 61-ე წუთიდან ჩაერთო და მიწურულს, ყვითელი ბარათიც გამოსტყუა მსაჯს. დიეგო ალონსოს შეგირდების მომავალი მეტოქე იამაიკა (12 ივნისს) იქნება.
„უეფას“ ერთა ლიგის ფარგლებში, მორიგი ყაიმი გააგორა „ფურია როხამ.“ ისინი პრაღაში ჩეხეთს შეერკინნენ და 2-2 ითამაშეს. დანიელ კარვახალი 90 წუთის განმავლობაში ირჯებოდა მოედანზე, ხოლო მარკო ასენსიოს მწვრთნელმა 61-ე წუთზე უხმო და მისი ასისტის წყალობით, ესპანელები წაგებას გადაურჩნენ. 9 ივნისს, ლუის ენრიკეს გუნდი შვეიცარიას ესტუმრება.
სერბეთმა საშინაო არენაზე სლოვენიას უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა. ლუკა იოვიჩს შესვენების შემდეგ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება და ამ უკანასკნელმა, 85-ე წუთზე შედეგიანი დარტყმა ჩაიწერა აქტივში. 3 დღეში სერბები შვედებს დაუპირისპირდებიან.
- 6 ივნისი 2022
- 750
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.