გაბრიელ ჟესუსი მადრიდის „რეალში“?
ერლინგ ჰოლანდის „სიტიში“ გადასვლის შემდეგ გაბრიელ ჟესუსის შანსები კიდევ უფრო მცირდება. ბრაზილიელი ფორვარდი მანჩესტერულ კლუბთან 2023 წლამდეა დაკავშირებული, მაგრამ ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს...
გავრცელებული ინფორმაციით, ჟესუსის წარმომადგენლებს თავად ჰქონდათ კონტაქტი „ატლეტიკოსთან“ და „რეალთან“. დიეგო სიმეონემ „სიტის“ თავდამსხმელზე უარი თქვა, „რეალი“ კი როგორც სჩანს, ინტერესს იჩენს და მოლაპარაკებებში ჩართვას აპირებს.
აქ ყველაფერს ფეხბურთელის ხელფასი და სატრანსფერო ფასი განაპირობებს. ერთადერთი დაბრკოლება, რომელიც ფლორენტინო პერესს აქვს, გაბრიელის არაევროკავშირელის სტატუსია, ამ მხრივ „ბლანკოსში“ როდრიგოს, მილიტაოს და ვალვერდეს მოქალაქეობაზე სერიოზულად მუშაობენ.
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ჟესუსის დამატება მადრიდელებს დაახლოებით 45 მილიონ ევროდ შეეძლებათ, რაც 25 წლის ფეხბურთელისთვის კოლოსალური თანხა ნამდვილად არ არის.
- 6 ივნისი 2022
- 1 224
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.