მოდრიჩი:„ბენზემასთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ, თუმცა დაღლილი ვარ“
ლუკა მოდრიჩის ხორვატიის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. ლუკა მოდრიჩმა ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთა...
„ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და ზოგადად მომქანცველი მაისის თვის შემდეგ სანაკრებო შეკრებები გაცილებით დამღლელი აღმოჩნდა. ფეხბურთელებს საკმაოდ უჭირთ ოპტიმალურ კონდიციაში ყოფნა, ვინაიდან ყველას დასვენება ესაჭიროება, თუმცა ვერაფერს ვიზამთ, ფორმატი ასეთია და წესებს უნდა დავემორჩილოთ.“
„საფრანგეთი? ბენზემასთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ, თუმცა საკმაოდ დაღლილი ვარ.“
„კარიმი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში უალტერნატივოა. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოიხსნა.“
- 6 ივნისი 2022
- 1 350
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.