ვინისიუსი:„არ გავჩერდები, „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ უნდა მოვიგო“
ვინისიუს ჟუნიორის თქმით, ის პროგრესირებს და ამაში უდიდესი წვლილი თანაგუნდელებს მიუძღვით...
„საჩემპიონო კვირა ჩემ ცხოვრებაში საუკეთესო იყო. არასდროს დავივიწყებ იმ დღეებს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის მოგებას აღვნიშნავდით, მანამდე კი ლა ლიგის მოგებით ვტკბებოდით. ეს არის გუნდის ერთიანობის დამსახურება, რომლის თითოეული წევრიც ძალიან მოტივირებულია.“
„აქ გაჩერებას არ ვაპირებ, ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და მჯერა, რომ „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაც კიდევ ბევრჯერ შევძლებ.“
„18 წლის ვიყავი, როდესაც სამეფო კლუბის მაისური მოვირგე, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მე კი უფრო გამოცდილი, შემართული და რაც მთავარია თავდაჯერებული შემტევი გავხდი.“
„კარლო ანჩელოტიმ თვითრწმენა შემმატა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი. იტალიელი სპეციალისტის როლი ჩემს განვითარებაში უდიდესი იყო.“
„მიხარია, რომ ფინალში გავიტანე, ეს მართლაც ისტორიული დღე გახლდათ, სადაც ჩემი სამშობლოც წარმოვაჩინე.“
- 6 ივნისი 2022
- 930
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.