ანჩელოტი ხუანმი ლატასას დაწინაურებას განიხილავს
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მთავარ გუნდში კასტილიელი ფორვარდის, ხუანმი ლატასას დაწინაურებას განიხილავს...
21 წლის ფორვარდი რაულის განკარგულებაშია და საკმაოდ საიმედო მონაცემებიც აქვს. ანჩელოტი მას კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებს და თვლის, რომ ხუანმიმ შანსი ნამდვილად დაიმსახურა.
შარშანდელ სეზონში ჩატარებულ 30 დაპირისპირებაში ლატასამ 13 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
ახალგაზრდა ფორვარდი საკმაოდ მაღალია, ის 192 სმ გახლავთ და ბრწყინვალედ თამაშობს მეორე სართულზე, გარდა ამისა მას შესანიშნავი დარტყმა და გოლის ალღო აქვს. დიდი ალბათობით, ხუანმის დაწინაურება გუნდიდან მარიანოსა და იოვიჩის წასვლაზე იქნება დამოკიდებული.
- 6 ივნისი 2022
- 668
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.