3 წლიანი კონტრაქტი მზად არის - „სიტის“ ვარსკვლავი „რეალში“!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მანჩესტერ „სიტის“ ვარსკვლავს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს...
საუბარია რიად მაჰრეზზე, რომელსაც მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი აქვს დარჩენილი, მაგრამ გახანგრძლივებას აღარ აპირებს.
სწორედ ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გუარდიოლას გუნდი რიადს გაყიდვას უპირებს, რათა თავისუფალი აგენტი არ გახდეს და გუნდი მომდევნო სეზონის ბოლოს უფასოდ არ დატოვოს.
ფლორენტინო პერესი მზად არის, მაჰრეზის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე TransferMarkt-ის მონაცემებით 40 მილიონია, თუმცა ფასს კონტრაქტის ვადა თავისთავად ამცირებს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ შეტევის მარჯვენა ფლანგს მაჰრეზი მნიშვნელოვნად გააძლიერებს, სწორედ ამიტომ მისტვის შესთავაზებლად 3 წლიანი კონტრაქტი უკვე მზადაა.
ასევე ცნობილია, რომ თავად ფეხბურთელს აწ უკვე გასული სეზონის სტატისტიკა უკმაყოფილოს ტოვებს. რიადმა პრემიერლიგაში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 39%-ში იყო. გუარდიოლას ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო ენდობოდა, სადაც მოთამაშემ შესაძლო 12-იდან თორმეტივეში მიიღო მონაწილეობა და ძალიან მიმზიდველი სტატისტიკაც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ გასული სეზონი რიადმა სხვადასხვა ტურნირზე გატანილი 24 გოლით დაასრულა, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.
- 5 ივნისი 2022
- 3 655
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.