როდრიგოს ფასი 15 მილიონით გაიზარდა
როდრიგო გოეშის სატრანსფერო ფასი მიმდინარე სეზონის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა...
TransferMarkt-მა 3 ივნისს მონაცემები განაახლა, სადაც ბრაზილიელი შემტევი არა 45, არამედ 60 მილიონი ევრო ღირს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წინახაზელს ამხელა ფასი დაედო. მისი მაქსიმალური ღირებულება აქამდე 2019 წლის 20 დეკემბერს დაფიქსირდა, როდესაც გოეში 50 მილიონი ევრო ღირდა.
შეგახსენებთ, სამეფო კლუბი ფეხბურთელის ახალ კონტრაქტზე მუშაობს, რის შემდეგაც როდრიგოს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი იქნება.
- 5 ივნისი 2022
- 1 028
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.