მანე, სტერლინგი და რიჩარლისონი - პერესის 3 ფავორიტი პრემიერლიგაში!
ფლორენტინო პერესი მრავალმხრივად მუშაობს და გუნდის გაძლიერება აქვს დაგეგმილი. „რეალის“ გეგმაში არაერთი ფეხბურთელია, თუმცა ბუნებრივია, პრეზიდენტი ყველას არ დაიმატებს...
Defensacentral-ის ცნობით, პერესი მანეს, რაჰიმ სტერლინგის და რიჩარლისონის კანდიდატურებსაც განიხილავს.
გარდა ამ ფეხბურთელებისა „რეალის“ რადარზე გნაბრი და სხვა წინახაზელებიც არიან.
მანემ „ლივერპულიდან“ წასვლა ფაქტობრივად დაადასტურა, თუმცა მის დამატებასთან ყველაზე ახლოს მიუნეხნის „ბაიერნია“, რომელიც ფეხბურთელს 4 წლიან კონტრაქტს და საკმაოდ მიმზიდველ პირობებს სთავაზობს.
რაც შეეხება სტერლინგს. ინგლისელმა ფეხბურთელმა „სიტიდან“ წასვლა ჯერ კიდევ შარშან ზამთარს გადაწყვიტა, თუმცა მაღალი ფასის გამო ჯერ-ჯერობით შეთანხმება ვერ დგება. ბრიტანელების ცნობით, გუარდიოლა რაჰიმის გაშვებაზე ამ ზაფხულს უფრო მეტად იმუშავებს.
რაც შეეხება რიჩარლისონს. „ევერტონის“ წინახაზელი ანჩელოტის ფავორიტია. იტალიელი სპეციალისტი პრემიერლიგაში მუშაობის დროს მას ძალიან ენდობოდა.
- 4 ივნისი 2022
- 1 087
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.