იოვიჩი „არსენალსაც“ სურს, მაგრამ „რეალი“ „ხეტაფეს“ ანიჭებს უპირატესობას
„ხეტაფესა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის ძალიან დიდი სხვაობაა, აქედან გამომდინარე, ლუკა იოვიჩის ყველას ესმის და ის რთული გადაწყვეტილების წინაშე დგას...
„ბლანკოსს“ სურს, რომ სერბ ფორვარდს ლა ლიგაში გამოცდილება დაუგროვდეს და ამისთვის „ხეტაფე“ იდეალურ ვარიანტად მიაჩნია, „არსენალი“ კი სულ სხვა დონეზეა, სადაც იოვიჩს პრემიერლიგის გამოცდილების მიღება შეუძლია.
მადრიდელები ლუკას ესპანეთში დარჩენას ურჩევენ, რადგან ეს არის ერთადერთი გზა იმისათვის, რომ სერბი გაიხსნას და „რეალში“ დაბრუნების შანსი დაიტოვოს.
„არსენალში“ გადასვლის შემთხვევაში ლუკას 100%-იანი გარანტიები არ ექნება, „ხეტაფე“ კი მას მუდმივ სათამაშო დროს პირდება.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ლუკასთან დაკავშირებიტ ახალი ინფორმაციები ივნისის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.
- 4 ივნისი 2022
- 597
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.