ბენზემას გოლი - ფრანგების, ხორვატების და ბელგიელების მარცხი
„უეფას“ ერთა ლიგის ფარგლებში, სამეფო კლუბის მოთამაშეებმა ეროვნული ნაკრებების რიგებში იასპარეზეს.
საფრანგეთის გუნდმა საშინაო არენაზე მარცხი განიცადა დანიელებთან. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა კარიმ ბენზემამ, რომელმაც 90 წუთის განმავლობაში იასპარეზა, თუმცა შედმეგ „მამლებმა“ 2 ბურთი მიიღეს საპასუხოდ.
მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა ხორვატიამ საკუთარ კედლებში 3 უპასუხო გოლი გაუშვა ავსტრიელებისაგან. ლუკა მოდრიჩი მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში და ჯამში 32 წუთი გაატარა მოედანზე, ხოლო დავიდ ალაბა თამაშის განაცხადში არ იყო შეყვანილი, მას დასვენების საშუალება მიეცა.
ბრიუსელში გამართულ დაპირისპირებაში დიდი ანგარიშით წააგო ბელგიამაც (1-4 ჰოლანდიასთან). ედენ აზარი საწყისი წუთებიდან ირჯებოდა, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს. რაც შეეხება ტიბო კურტუა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ის მიმდინარე სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობას არ იღებს.
- 4 ივნისი 2022
- 680
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.