„რეალი“ მზად არის, იოვიჩი იჯარით გაუშვას და ხელფასის ნაწილი გადაიხადოს
მადრიდის „რეალსა“ და „ხეტაფეს“ შორის მოლაპარაკებები სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს. ფლორენტინო პერესის ამოცანა ლუკა იოვიჩის განათხოვრებაა..
„„რეალი“ დათმობაზეც მიდის და მზად არის, იოვიჩის ხელფასის ნაწილიც გადაიხადოს, კონკრეტულად ეს იქნება 2,5 მილიონი ევრო.
ამ ნაბიჯით „რეალს“ სურს, რომ სერბს შანსი მისცეს. თუ ლუკა ლა ლიგაში გაიხსნება და ბევრი გოლის გატანას შეძლებს, ანჩელოტი მის დატოვებაზე ნამდვილად დაფიქრდება.
„ხეტაფეს“ ფეხბურთელი ძალიან აინტერესებს და სათამაშო წუთების გარანტიებს აძლევს.
როგორც სჩანს, საბოლოო ჯამში ყველაფერს თავად იოვიჩი გადაწყვეტს.
- 3 ივნისი 2022
- 1 252
- 24