მენდიმ აგენტს შემოთავაზებების განხილვა დაავალა
მადრიდის „რეალმა“ ფერლან მენდის ხელფასი არ გაუზარდა. ასევე იყიდა ტონი რუდიგერი და დავიდ ალაბა პოტენციურ მარცხენა მცველად აქცია. პერესი ამასაც არ დასჯერდა და ფრან გარსიას დაბრუნებაზეც სერიოზულად მუშაობს, რაც ფრანგს ძალიან არ სიამოვნებს...
არსებული ინფორმაციებით, ფერლანმა საკუთარ აგენტს შემოთავაზებების განხილვა დაავალა. მენდი თვლის, რომ მეტ ნდობას იმსახურებს და მარცხენა ფლანგის ბატონ-პატრონი სწორედ ის უნდა იყოს.
გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ ფეხბურთელმა გუნდის ხელმძღვანელოას ხელფასის 2.5 მილიონი ევროთი გაზრდა მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
მენდის აზრით, ის გუნდისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს და შესაბამის დაფასებასაც იმსახურებს.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ „რაიო ვალეკანოდან“ ფრან გარსიას დაიბრუნებს, მენდის წასვლა ნამდვილად დადგება დღის წესრიგში.
- 3 ივნისი 2022
- 1 489
- 9