დროებით რაულ გონზალეს ბლანკო !
მინდა ორიოდე სიტყვით დავემშვიდობო ჩვენს კაპიტანს ჰალამადრიდ.გე-ს სახელით , მაგრამ დროებით. იმედი მაქვს ის მწვრთნელის რანგში დაბრუნდება....
არ ვიცი უბრალოდ ემოციებისგან ვარ დაცლილი, რაული წავიდა... ვერ ვიჯერებ , არ მინდა დავიჯერო. არ ვიცი რაღაც დააკლდა ჩემს გულს , როდესაც მე მისი სიტყვები წავიკითხე რაღაც ჩამწყდა გულში, თითოქს და ახლობელი ადამიანი გარდაიცვალაო... მას თეთრ ფორმაში ვეღარ ვიხილავთ, არ მინდა ამის დაჯერება... ტრაგედიაა ეს მადრიდისთვის. რაულ გონზალეს ბლანკო მადრიდის რეალიდან წავიდა. ამ სიტყვებს ვწერ და მბურძგლავს , არ შემიძლია, ხმამაღლა ამას ალბათ ვერც ვიტყვი... მე არასდროს დამავიწყდება მისი თავდადება , მისი განვლილი წლები , მისი ემოცია... მისი წუხილი... არა ვერ ვიჯერებ , რომ წავიდა დაგვტოვა როგორც ფეხბურთელმა... ვეღარ გავიგებ : "და რაულ გონზალეს ბლანკო, მადრიდის რეალის კაპიტანი გამოდის მინდორზე." გული მტკივა და აღარც გამოხატვის უნარი მაქვს რომ წუხილი გამოვხატო, ბევრს ვერაფერსაც დავწერ რადგან რაღაც დამაკლდა... მე უპირველეს ყოვლისა რეალის გულშემატკივარი ვარ , მაგრამ რაულის გარეშე რეალი არ წარმომიდგენია... დროებით რაულ იმედია მალე დაგვიბრუნდები !
gracias por todo raul siempre estaras en nuestro corazon y esperemos que vuelvas pronto !
Hala Madrid , Hala Raul Gonzalez Blanco !
- 26 ივლისი 2010
- 2 201
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.