„რეალს“ გნაბრის შეძენა 30 მილიონად სურს, „ბაიერნი“ 40-ს ითხოვს
გერმანული გამოცემების ცნობით, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მიხვდა, რომ სერჟ გნაბრისთან საუბარს აზრი აღარ აქვს და მისი გაყიდვა გადაწყვიტა...
ფეხბურთელმა მართლაც ძალიან მიმზიდველ კონტრაქტზე თქვა უარი, რამაც „რეკორდმაისტერი“ მის გაყიდვაზე დაარწმუნა.
გერმანული გამოცემების ცნობით, მიუნხენურ გიგანტს გნაბრის გაყიდვა 40 მილიონად სურს, „რეალი“ კი 30 მილიონ ევროს იხდის.
„ბაიერნის“ ხელმძღვანელოიბის აზრით, გნაბრის ფასი 40 მილიონ ევროზე გაცილებით მეტია, მაგრამ ამ თანხას გუნდი კონტრაქტის ვადებიდან გამომდინარე თანხმდება. მოგეხსენებათ, სულ რაღაც ერთ წელიწადში სერჟს მოქმედი ხელშეკრულება ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
„რეალის“ გარდა ტრანსფერში ლონდონის „არსენალიც“ არის ჩართული, თუმცა თავად შემტევს ბერნაბეუზე თამაში სურს.
- 3 ივნისი 2022
- 945
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.