„რეალის“ 5 სატრანსფერო მიზანი ცნობილია!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ფლორენტინო პერესს და კლუბის გენერალურ დირექტორს, ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა და სატრანსფერო გეგმები გააცნო...
„ბლანკოსის“ სამიზნე 5 ფეხბურთელია, საიდანაც 1 უკვე გახდა მადრიდისტა და მალე მისი პრეზენტაციაც შედგება. ანტონიო რუდიგერი „ბლანკოსთან“ 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
მეორე მიზანი ორელიენ ჩუამენია, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, საბოლოო ჯამში კი „მერენგებს“ ეს ტრანსფერი 80 მილიონი ევრო მაინც დაუჯდებათ.
გარდა ამისა, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა მაქსიმალურად იბრძოლებს სერჟ გნაბრის შესაძენად, რომელსაც „ბაიერნის“ დატოვება აქვს განზრახული და „რეალთან“ კომუნიკაციაშია.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი გუნდში ანდრეი ლუნინის შემცვლელად მოყვანასაც ფიქრობს, ვინაიდან უკრაინელის იჯარით გაშვება იგეგმება. განიხილება ოჩოას და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა კარის დარაჯის კანდიდატურა.
და ბოლოს, მადრიდული გრანდი დაცვის ფლანგზე ზრუნვასაც აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ რის ჯეიმსის „ჩელსიდან“ დამატება ვერ მოხერხდება, კლუბი ალვარო ოდრიოზოლას დაიბრუნებს და თავის გამოჩენის შანსს მისცემს.
- 3 ივნისი 2022
- 2 396
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.