ვინ მიდის „რეალიდან“? - ანჩელოტიმ დიდი სია გაამზადა!
2022 წლის ზაფხულში „ბლანკოსს“ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდება. კარლო ანჩელოტი ახალი გუნდის ფორმირებას იწყებს...
გარეთ ბეილი, მარსელო და ისკო ალარკონი გუნდს უკვე დაემშვიდობნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში უკვე სამით ნაკლები ფეხბურთელია.
წამსვლელთა სიას ძალიან დიდი ალბათობით მიემატება ლუკა იოვიჩიც, რომელიც ან გაიყიდება, ან იჯარის წესით გასხვისდება.
სერბ ფორვარდზე პრეტენზიას თანაქალაქელი „ხეტაფეც“ აცხადებს, რომელიც ლუკას მუდმივ სამუშაო დროს პირდება. გარდა ამის წასვლის კანდიდატია მარიანო დიასიც, თუმცა მისი გაშვება დიდ სირთულეებს უკავშირდება საკუთარი სურვილების გამო - მარიანოს „ბლანკოში“ დარჩენა სურს.
საეჭვოა ვალიეხოს, მარკო ასენსიოს და დანიელ სებალიოსის დარჩენაც, ამ უკანასკნელმა ანჩელოტის გარანტიები მოსთხოვა, რაც ვერ მიიღებს, ვილემსენი კი „არსენალთან“, „მილანთან“ და სხვა მსურველებთან საუბრობს და მიიჩნევს, რომ გნაბრის დამატების შემთხვევაში მისი შანსი მართლაც მინიმალური გახდება. ხესუსს კი ყველანაირი შანსი ტონი რუდიგერის ტრანსფერმა მოუსპო.
გუნდს ასევე დატოვებს ანდრეი ლუნინი, რომელიც იჯარის წესით გასხვისდება, იგივე ბედს გაიზიარებს რეინიერ ჟესუსი, რომლის 2 წლიანი ვოიაჟი „დორტმუნდში“ წარუმატებელი გამოდგა, ახლა კი ლა ლიგაში უნდა მოსინჯოს ძალები, მისი მომდევნო ნავსაყუდელის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
- 3 ივნისი 2022
- 8 980
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.