მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!

მადრიდის „რეალი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს!

„იმ სამწუხარო მოვლენების გათვალისწინებით, რომელიც 28 მაისს მოხდა, როგორც „სტად დე ფრანსის“ მისადგომებთან, ასევე სტადიონის შიდა ტერიტორიაზე, მადრიდის „რეალს“ სურს შემდეგი განაცხადოს თავისი გულშემატკივრების დასაცავად, რომლებიც აღნიშნული პროცესების მსხვერპლი გახდნენ:

1. გვინდა ვიცოდეთ, რა იყო მიზეზი, ფინალის სწორედ ამ საფეხბურთო არენაზე ჩატარებისა და რა ზომები იქნება მიღებული მომხდარი ამბების შემდეგ;

2. ანალოგიურად ვითხოვთ პასუხებსა და ახსნას, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას ქომაგების უმწეოდ და დაუცველად დატოვებაზე. ზოგიერი მათგანი ქცევა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სამაგალითო იყო;

მოვლენები, რომლებიც თამაშზე დამსწრე ყველა გულშემატივარისათვის ფეხბურთის ზეიმი უნდა ყოფილიყო, სამწუხარო შედეგებით დასრულდა, რამაც მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია.

როგორც მედიის მიერ წარმოდგენილი კადრებიდანაც ნათლად ჩანს, ბევრი გულშემატკივარი სასტიკ თავდასხმას, შევიწროვებასა და ძარცვას განიცდიდა. ეს პროცესები გაგრძელდა მაშინაც, როდესაც ადამიანები მანქანებით და ავტობუსებით გადაადგილდებოდნენ. ამ ყველაფერმა ხიფათი შეუქმნა მათ ფიზიკურ ხელშეუხებლობას. რამდენიმე გულშემატკივარს მიღებული ტრავმების გამო ღამის გატარება ჰოსპიტალშიც კი მოუწია.

ფეხბურთმა მსოფლიოს ანახა სურათი, რომელიც შორს არის იმ ღირებულებებისა და ფასეულობისგან, რომლის მიმდევარიც უნდა იყოს თვითონ.

ჩვენი გულშემატკივრები და ფანები იმსახურებენ სიტუაციის ახსნას, რათა მსგავსი მოვლენები, რომელსაც შევეჩეხეთ, სამუდამოდ გაქრეს ფეხბურთიდან და სპორტიდან.“


1

3 ივნისი 2022 15:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 749
მიაწექით ბოლომდე

2

3 ივნისი 2022 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
რაფა ტრამვით თამაშობსო, რამდენად გაუძლებს ვნახოთ, ეგ რომ არა ჯოკოვიჩის მერე მაგის მომგები არავინაა, მთავარია არ შეაწუხოს ტრამვამ. თან ვასრულებო კარიერას.
-----------------------
ჰალამადრიდ.

3

3 ივნისი 2022 17:23

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალის სატრანსფერო პოლიტიკას ბადალი არ ყავს მსოფლიოში.საღოლ პერესს

4

3 ივნისი 2022 17:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 872
რეალის ფანებს რას აბრალებენ, ინგლისელების ბრალია ყველაფერი და ფრანგების, რომლების ყველას და ყველაფერს იპარავდნენ. რეალის გულშემატკივარი არც ერთი ყოფილა იქ,.ვინც არეულობას აწყობდა .

5

3 ივნისი 2022 17:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: oto.reali
რაფა ტრამვით თამაშობსო, რამდენად გაუძლებს ვნახოთ, ეგ რომ არა ჯოკოვიჩის მერე მაგის მომგები არავინაა, მთავარია არ შეაწუხოს ტრამვამ. თან ვასრულებო კარიერას.

ჯოკოვიჩი მიაპუტანკა და ზვერევი ვინ ჩემი გვარამიაა ძმა

6

3 ივნისი 2022 18:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 971
ციტატა: REAL MADRID⚪
ციტატა: oto.reali
რაფა ტრამვით თამაშობსო, რამდენად გაუძლებს ვნახოთ, ეგ რომ არა ჯოკოვიჩის მერე მაგის მომგები არავინაა, მთავარია არ შეაწუხოს ტრამვამ. თან ვასრულებო კარიერას.

ჯოკოვიჩი მიაპუტანკა და ზვერევი ვინ ჩემი გვარამიაა ძმა

ხო რავი აბა თუ ადრ გაუმიზეზდა ტრამვა, რა სეტი მოუგო ზვერევს,
-----------------------
ჰალამადრიდ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (233)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)