თინეიჯერი მეკარე „რეალს“ უახლოვდება
რამდენიმე დღის წინ, ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დასძინა, რომ „რეალი“ დიდად დაინტერესებულია 18 წლის გოლკიპერით.
გაბრიელ სლონინა MLS-ის კლუბ „ჩიკაგო ფაიერის“ ღირსებას იცავს და არსებული მომენტისათვის, ამერიკის 20 წლამდელთა ნაკრების განკარგულებაში იმყოფება. მის მომავალთან დაკავშირებით ხაიმე გარსიამ (აგენტი) გააკეთა კომენტარი: „ვიმედოვნებ, ჩიკაგო და მადრიდი მიაღწევენ შეთანხმებას და გაბრიელიც აიხდენს „რეალში“ თამაშის ოცნებას. ის ყოველთვის თავდაუზოაგავდ მუშაობს, რისი წყალობითაც არის შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი.“
„ჩვენ არა ერთი შემოთავაზება გვაქვს მიღებული, მაგრამ ყველას პატივისცემის მიუხედავად, „რეალზე“ უარის თქმა არ შეიძლება.“
- 3 ივნისი 2022
- 799
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.