კამავინგას ასისტი, ურუგვაის მოგება, ესპანეთის ფრე და სერბეთის მარცხი
სანაკრებო ბატალიების ფარგლებში, „რეალის“ ფეხბურთელებმა ეროვნული გუნდების რიგებში იასპარეზეს.
საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებმა 2-0 დაამარცხა სერბი თანატოლები. ედუარდო კამავინგამ მოედანზე 71 წუთი გაატარა და მეორე გოლის გატანაში თავისი წვილილი შეიტანა ასისტის სახით.
ახალგაზრდა „მამლებს“ უკვე გარანტირებული აქვთ ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საგზური. მათი მომვალი მეტოქეები სომხეთი და უკრაინა იქნებიან.
„ფურია როხამ“ შედეგიანი ფრე გააგორა პორტუგალიასთან (1-1). აღსანიშნავია, რომ მარკო ასენსიო და დანიელ კარვახალი მოედანზე არ გამოჩენილან.
სერბეთის გუნდმა საშინაო მატჩი დათმო ნორვეგიასთან (0-1). ლუკა იოვიჩი მატჩის მიმდინარეობაში 46-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა რაიმე ღირებულის შექმნა ვერ მოახერხა.
ამხანაგურ დაპირისპირებაში ურუგვაიმ 3 უპასუხა გოლი გაუტანა მექსიკას. ფედერიკო ვალვერდემ შეუცვლელად იბურთავა,
- 3 ივნისი 2022
- 1 087
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.