„რეალმა“ სპინაცოლას მიმართ ინტერესი განაახლა
გასულ ზაფხულს სამეფო კლუბის ერთ-ერთ ინტერესს ლეონარდო სპინაცოლა წარმოადგენდა, თუმცა საბოლოო ჯამში მარსელო ვიეირა გუნდში დარჩა და იტალიელმაც არ აიღო გეზი მადრიდისკენ. ახლა კაპიტანი გუნდს ემშვიდობება, ანჩელოტის განკარგულებაში კი მხოლოდ 1 მარცხენა მცველია ფერლან მენდის სახით...
მიუხედავად იმისა, რომ ანტონიო რუდიგერის ტრანსფერმა „რეალის“ დაცვაში რესურსი გაზარდა და მარცხენა ფლანგზე დავიდ ალაბას გამოჩენის შანსიც ხშირი იქნება, გუნდი სპინაცოლაზე კვლავ ფიქრობს.
ლეონარდოს „რომასთან“ ხელშეკრულება 2024 წელს ეწურება, მისი ფასი კი 15-იდან 20 მილიონ ევრომდე მერყეობს.
აწ უკვე გასული სეზონი იტალიელის აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება, ვინაიდან უმძიმესი ტრავმის გამო მხოლოდ რამდენიმე დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი ნიჭი და თამაშის ხარისხი ანჩელოტის კარგად ახსოვს და მიიჩნევს, რომ „რეალის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.
ვნახოთ, რას გადაწყეტს სამეფო კლუბი უკანახაზელთან დაკავშირებით.
- 2 ივნისი 2022
- 958
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.