სრულიად ახალი და მოულოდნელი ინფორმაცია - ტონი კროოსი!
ესპანური გამოცემები სრულიად ახალ და საკმაოდ მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებენ...
მოგეხსენებათ, ტონი კროოსს „რეალთან“ ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელმა სამეფო კლუბი მომდევნო ზაფხულს უნდა დატოვოს.
ასევე ცნობილია, რომ ნახევარმცველი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.
„რეალმა“ 2 თვის წინ კროოსს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა, რადგან პერესმა ჩათვალა, რომ „8“-იანისთვის კარიერის დასრულება ძალიან ადრე იყო. თავის მხრივ, ტონიმ დრო ითხოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ არსებობს.
დღეს კი გავრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსის“ იურისტებმა უკვე მოამზადეს ახალი კონტრაქტი, რომელიც ტონის „მერენგების“ რიგებში დარჩენას არა 2024, არამედ 2025 წლის 30 ივნისამდე გაითვალისწინებს.
ანჩელოტი კროოსს მოუწოდებს, რომ გამბედავი ნაბიჯი გადადგას და ახალ შეთავაზებაზე უარი არ თქვას. იტალიელის სპეციასტის აზრით, ტონი მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იდგება, მაგალითად კი ლუკა მოდრიჩის საოცარი კონდიცია მოჰყავს.
- 2 ივნისი 2022
- 12 547
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.