ახალი კლუბი - კარლოსმა მარსელო დაითანხმა?
მიუხედავად მარსელოს დიდი სურვილისა, „რეალმა“ ლეგენდარულ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.
16 წლიანი კარიერის შემდეგ, ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მადრიდული ცხოვრება დაასრულა და ახალი გამოწვევის მიღებისათვის ემზადება. ბუნებრივია, ის ჯერ არ აპირებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას და აქტიურ ფეხბურთში დარჩენას გეგმავს.
თურქული პორტალი Fanatik-ის ინფორმაციით, მარსელოს მომდევნო ლოკაცია ქალაქი სტამბული იქნება. მოთამაშემ უკვე მწვანე შუქი აუნთო „ფენერბახჩეს,“ რომლის რიგებშიც ანაზღაურების ახით 4 მლნ. ევროს მიიღებს. იწერება, რომ აღნიშნულ ტრანსფერში დიდად ჩართულია რობერტო კარლოსი, რომელიც სწორედ „ფენერში“ გადაბარგდა მადრიდიდან.
მარსელოს მიმართ ინტერესს „მარსელი“ და ყატარის კლუბებიც იჩენენ.
- 2 ივნისი 2022
- 8 371
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.