რაულის გამოსამშვიდობებელი სიტყვა
როგორც მოგეხსენებათ მადრიდის რეალის ლეგენდამ დატოვა კლუბი, მე მინდა შემოგთავაზოთ მისი ბოლო სიტყვები მადრიდის რეალის ფეხბურთელის რანგში.
„სანამ დავიწყებდე მადლობა მინდა მოვახსენო ყველას ვინც ყურადღება დამითმო, მადლობა პრეზიდენტო ასეთი ლამაზი სიტყვებისთვის. მე მიყვარს ფეხბურთი ყველაფერზე მეტად, მადრიდის რეალში თამაში კი ჩემი საუკეთესო ოცნებაა. თავი ფეხბურთელად მიმაჩნია და ამ პროფესიას იქამდე გავყვები, სანამ ამის ფიზიკური მონაცემები მექნება.“
„ამ წლების განმავლობაში მე ყოველთვის ვცდილობდი კარგად გამეგო მადრიდის რეალის ღირებულებები და შემესწავლა ისინი. დღეს კი ყველამ მინდა იცოდეს, რომ ყოველთვის ვცდილობდი მაქსიმუმი გამეღო ყოველ მატჩში, დრიბლინგში, დარტყმაში და სათადარიგო სკამზე ჯდომისას. ეს არის ჩემთვის მადრიდის რეალი და ამიტომ იყო, რომ ჩემთვის სიტყვა დამარცხება არ არსებობდა.“
„ძალიან ემოციური დღეა. დღევანდელი დღე ჩემი მადლობის გარეშე ვერ დასრულდება. შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა ადამიანი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მხარში მედგა და მეხმარებოდა. მათ იციან, რომ ისინი მე არასოდეს დამავიწყდებიან, რადგან არასოდეს მაძლევდნენ დაღმასვლის საშუალებას და ჩემი კარიერის ყველაზე კრიტიკულ დროსაც კი მამხნევებდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა პრეზიდენტსა და დირექტორს, რადგან მათი საშუალებით 16 წლის განმავლობაში თავს საკუთარ სახლში ვგრძნობდი.
გმადლობთ ჩემო თანაგუნდელებო, როგორც ამჟამინდელო ასევე ყოფილო, რომლებთანაც გასახდელ ოთახში ემოციებს ვიზიარებდი. სწორედ მათი დახმარებით ვიკრებდი ძალას და ვხდებოდი უკეთესი. მადლობა კლუბის ყველა პერსონალს, მათი დახმარებით საქმე გაცილებით ადვილდ გამოგვდიოდა. მადლობა ყველა მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს, სწორედ მათთან ერთად ვიზიარებდი მე ყველა გამარჯვებასა და მარცხს. მადლობა ჩვენს მოწინააღმდეგეებს, იმიტომ რომ ყოველთვის ვგრძნობდი მათგან პატივისცემას. დიდი პატივი იყო თქვენთან მეტოქეობა. მადლობა მედია საშუალებებს, სწორედ მათი კრიტიკის წყალობით ვაუმჯობესებდი თამაშის ხარისხს. მგადლობთ გულშემატკივრებო, თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ ვინ ხართ, იმიტომ რომ არასოდეს მიგიტოვებივართ. მადლობა ხორხე პირველი შანსის მოცემისთვის. ბევრის აზრით ეს გიჟური გადაწყვეტილება იყო და მადლობა ფლორენტინო, რადგან შენ ყოველთვის საუკეთესოს აკეთებ კლუბისათვის. დარწმუნებული ვარ მადრიდის რეალი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებს და იმედი მაქვს უამრავ ტიტულს მოიგებს. მადლობა მადრიდის რეალის მილიონობით ქომაგს, რომელიც ყოველთვის მოგებას ითხოვდა ჩვენგან და იტანჯებოდა ყოველი მარცხით. არასოდეს დამავიწყდება, რომ სწორედ მათი სიძლიერით ვიკრებდი ძალას. აგრეთვე მადლობა სანტიაგო ბერნაბეუს, ძალიან მიყვრს ეს ადგილი და ყოველთვის მეყვარება. მადლობა ყველას ყველაფრისთვის. და ბოლოს მადლობა ჩემს ოჯახს გულის სიღრმიდან მუდამ გვერდში დგომისათვის.“
„არ შემიძლია ჩემი გამოსამშვიდობებელი სიტყვა დავასრულო ჩვენი მაესტროს დონ ალფრედო დი სტეფანოს მიმართ დიდი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის გარეშე. იმედი მაქვს მალე კვლავ დაჯდება თავის აივანზე და კვლავ მიადევნებს ფეხბურთს თვალ-ყურს.“
„ფეხბურთი იყო და არის ჩემი ცხოვრება. მადრიდის რეალი იყო ჩემი სახლი და აქ განვიცადე უამრავი ემოცია. ახლა დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი უფრო რთული და იმედი მაქვს ჩემს მომავალ კლუბშიც ისეთივე ბედნიერი ვიქნები, როგორც სამეფო კლუბში ვიყავი. მას შემდეგ რაც პირველად მოვირგე თეთრი მაისური დიდი დრო გავიდა, მაგრამ მოვიდა დრო განშორებისა, ახლა ისე როგორც არასდროს გამოვხატავ ჩემს პატივისცემასა და ლოიალურობას კლუბის ღირებულებების მიმართ. მადლობა ყველას! Hala Madrid!!!”
- 26 ივლისი 2010
- 3 572
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.