ბრაზილიამ დიდი ანგარიშით დაამარცხა სამხრეთ კორეა
„სელესაომ“ სეულში ამხანაგური თამაში ჩაატარა ადგილობრივ ნაკრებთან.
რიჩარლისონის, ნეიმარის (დუბლი), კოუტინიოსა და გაბრიელ ჟესუსის გოლებით ბრაზილილიამ 5-1 დაამარცხა სახმრეთ კორეა. კაზემირო სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა და მოედანზე 71 წუთი გაატარა, ხოლო ვინისიუსი საქმეში 71-ე წუთზე ჩაერთო. რაც შეეხება როდრიგოს, ის სათადარიგო სკამიდან არ წამომდგარა, მილიტაო კი განაცხადშიც არ იყო შეყვანილი.
მომდევნო პაექრობას სამხრეთ ამერიკელები 6 ივნისს, იაპონიასთან გამართავენ.
- 2 ივნისი 2022
- 1 129
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.