ანტონიო რუდიგერი - „რეალის“ ახალი მცველი
ანტონიო რუდიგერი (Berlin, 03/03/1993) „რეალის“ ახალი ფეხბურთელია.
სამეფო კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველი გაიფორმა, რომელიც გერმანიის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და წლების განმავლობაში „ჩელსიში“ ასპარეზობდა. ინგლისური კლუბში ის იყო გადამწყვეტი ფიგურა ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგის, საკლუბო მუნდიალის, ევროპის სუპერ თასისა და ინგლისის თასის მოგების გზაზე. ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, მოთამაშე სტაბილურად ხვდება „უეფას“ ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ თერთმეტეულში.
ფიზიკურად ძალ-ღონით აღსავსე რუდიგერის (1 მ. 90 სმ.) მხრებზე ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ლიგებში თამაშის გამოცდილებაა. განვლილ სეზონში კი მან პირადი რეკორდი დაამყარა ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების კომპონენტში, შესაბამისად, 54 და 5.
მისი დებიუტი ბუნდეს ლიგაში 18 წლის ასაკში შედგა, „შტუტგარტის“ რიგებიდან, საიდანაც 2015 წელს „რომას“ მიაშურა, ხოლო 2017 წელს ლონდონში გადაბარგდა და 5 სეზონის მანძილძე „ლურჯების“ ლიდერად ჩამოყალიბდა. ბუნდეს ნაკრების მაისურით ანტონიო უკვე 50 შეხვედრასა და კონფედერაციის თასის აღმართვას მოითვლის.
მიღწევები:
1 ჩემპიონთა ლიგა
1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიოანატი
1 ევროპა ლიგა
1 ევროპის სუპერ თასი
1 FA თასი
1 კონფედერაციის თასი
2 გზის ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო გუნდში მოხვედრა (2021 და 2022).
კარიერა:
შტუტგარტი (2011-2015)
რომა (2015-2017)
ჩელსი (2017-2022)
„რეალი“ (2022- )
- 2 ივნისი 2022
- 942
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.