ბენზემა: „ამ მწვრთნელთან პრობლემები მქონდა“

კარიმ ბენზემა ფრანგულ ჟურნალ Onze Mondial-ს ესაუბრა.

„სამეფო კლუბში საწყისი 6 თვე საკმაოდ რთული იყო. მე ვიყავი მარტო და ამასთანავე, არ ვიცოდი ადგილობრივი ენა, თუმცა ყველაფერი დალაგდა. საბედნიეროდ, არ დავნებდი.“

„მცირე პრობლემები მქონდა ჟოზე მოურინიოსთან. ჩვენ ერთმანეთს სასტუმროში შევხვდით და ვისაუბრეთ. ეს მოხდა „მალიორკასთან“ თამაშამდე. ის არ აპირებდა ჩემს დაყენებას შემადგენლობაში და მახსოვს, კამათის შემდეგ ვუთხარი - „თუ ხვალ სასტარტოდან დამაწყებინებ ასპარეზობას, გოლს გავიტან და მატჩს მოგაგებინებ.“ მეორე დღეს გავიტანე და 1-0 გავიმარჯვეთ.“

„როდესაც ვუყურებდი ბრაზილიელ რონალდოს, ვცდილობდი მისი მოძრაობები ამეთვისებინა. მოხიბლული ვიყავი მისი დრიბლინგით, პასით, ბურთის კონტროლითა და ეპიზოდის დასრულების უნარით. ფაქტობრივად, შევისწავლე მისი ბურთაობა, მაგრამ ამის გამეორება შეუძლებელია.“

„წინ დიდი გეგმები მაქვს. უფრო მეტი ტიტულის მოგება მინდა, მეტი ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლის. ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი მუნდიალის ჩემპიონობა.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)