რეინიერი ლა ლიგის კლუბში ითამაშებს
როგორც იქნა, ახალგაზრდა ბრაზილიელ ფეხბურთელს „ბორუსიაში“ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა ამოეწურა.
რეინიერი გერმანულ გრანდში 2 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და შეიძლება ითქვას, უშედეგოდაც. მას იშვითად ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, რაც პროგრესზეც აისახა.
ნახევარმცველი ახლა ისევ მადრიდში ბრუნდება და მისი სურვილია პრე-სეზონის პერიოდის ანჩელოტის დაქვემდებარებაში გატარება.
MARCA-ს ინფორმაციით, რეინიერისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს პრიმერა დივიზიონში აღზევებული „ვალიადოლიდი,“ რომლის პრეზიდენტიც ბრაზილიელი რონალდოა. შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონიდან 20 წლის მოთამაშემ პრიმერა დივიზიონში გააგრძელოს კარიერა. ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
- 2 ივნისი 2022
- 1 241
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.