პოგბამ „მანჩესტერი“ დატოვა და „რეალთან“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის
პოლ პოგბა მანჩესტერ „იუნაიტედს“ ემშვიდობება. ფრანგის წასვლის შესახებ ტენ ჰაგის გუნდმა ინფორმაცია დაადასტურა...
რადარზე მადრიდის „რეალი“ სჩანს, თუმცა მის გარდა რამდენიმე კლუბიც განიხილება.
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, პოლი სამეფო კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად მზად არის.
ახლა ჯერი ფლორენტინო პერესზეა, რომელმაც ნახევარმცველს საკმაოდ მაღალი ხელფასი უნდა შესთავაზოს, სხვა შემთხვევაში მისი დაყოლიება გამორიცხული იქნება.
2017 წლის ზინედინ ზიდანის მმართველობის დროს „ბლანკოსი“ ფრანგის სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას...
- 1 ივნისი 2022
- 1 457
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.