„მილანს“ ბრაჰიმის ყიდვა სურს, ანჩელოტი ფიქრის პროცესშია
ბრაჰიმ დიასი „მილანს“ ძალიან მოსწონს. პაოლო მალდინი ახალგაზრდა წინახაზელთან 5 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს და „რეალთან“ მოლაპარაკებებშია ჩართული...
თავის მხრივ, კარლო ანჩელოტი ფიქრის პროცესშია და ჯერ კიდევ არ იცის, სჭირდება თუ არა მის გუნდს ბრაჰიმის დაბრუნება, რომელიც „როსონერის“ ლიდერი გახდა და სერია „ა“-ს მოგებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ „რეალი“ ამ ტაქტიკით ლეაოს დამატებას აპირებს. პერესი მზად არის, ბრაჰიმი „შავ-წითლებს“ დაუთმოს, თუმცა ამისთვის „მილანმა“ ლეაოსთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე თანხმობა უნდა განაცხადოს.
თავად დიასს არაერთხელ უთქვამს, რომ „ბლანკოსშ“ თამაში მისი ოცნებაა, თუმცა „მილანში“ ძალიან ბედნიერია.
- 1 ივნისი 2022
- 1 137
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.