პერესი:" ჩვენ რაულს არ ვემშვიდობებით"
"რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა რაულის გამოსამშვიდობებელ პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, რომ კლუბი არ აპირებს დაემშვიდობოს ფეხბურთელს სამუდამოდ...
" ათი წელია რაც მე პირადად ვიცნობ რაულს , მას შემდეგ, რაც 2000-წელს გავხდი კლუბის პრეზიდენტი. მოედანზე და მის გარეთ ის ყოველთვის შეესაბამებოდა "რეალის" ღირებულებებს. ყველა მის მიერ მოპოვებულ ჯილდოს უნდა დავუმატოთ კიდევ ერთი, მთელი მსოფლიოს გულშემატკივრების აღიარება და აპლოდისმენტები, რომლებიც თავის თავს რაულის პერსონალურ გულშემატკივრებად მიიჩნევენ. ბევრი გამოჩენილი მოთამაშეები შევიდნენ "სამეფო კლუბის" ისტორიაში და რაული ერთ-ერთი მათგანია. ის თავისი ბედის პატრონია, მაგრამ მან იცის, რომ ჩვენ მას არ ვეუბნებით "მშვიდობით", არამედ "დროებით!". დიდი მადლობა შენ ყველაფრისათვის, ჩვენ შენ არ დაგივიწყებთ, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია",-განაცხადა პერესმა.
წყარო: As.com
- 26 ივლისი 2010
- 2 141
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.