კამავინგა: „მე უკვე ვესაუბრე ჩუამენს და...“
ედუარდო კამავინგა საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში იმყოფება და მომავალი პაექრობებისათვის ემზადება.
„ჩემპიონი 19 წლის ასაკში? ჯერ კიდევ ზღაპარში ვარ. ვფიქრობ, ამ მომენტისათვის ვერ ვაანალიზებ მიღწეულს. ალბათ, ეს მოხდება არდადეგების დროს, როდესაც ჩემს თავს ვეტყვი - „ედუარდო, ეს რა სიგიჟეა.““
„მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო „სიბელესზე“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, ამ დროს უზარმაზარ ემოციებს განიცდი. საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ დაბრუნდე ამ ყველაფრიდან ისევ საქმეში. გართობისთვის რამდენიმე დღე მქონდა და ახლა ნაკრებზე ვარ მთლიანად კონცენტრირებული, თუმცა პერიოდულად ჩემს თავში კვლავ ტრიალებს ჩემპიონთა ლიგა.“
„ძალიან სასიხარულო და ამაღელვებელი იყო ოჯახის წევრების გარემოცვაში ტიტულის აღნიშვნა მოედანზევე. განსაკუთრებით მახსოვს ჩემს ძმასთან ერთად ფოტოს გადაღება და შემდეგ ტელეფონის ეკრანზე დაყენება.“
„მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. სხვა ტურნირებიც არსებობს და ერთი წუთით არ ვაპირებ პაუზის აღებას. დიახ, მინდა რომ 5-ჯერ აღვმართო ჩემპიონთა ლიგის თასი და კარიმს გავუტოლდე.“
„ჩუამენთან ერთად ეროვნულ გუნდში მომიწია ყოფნა. ვიმედოვნებ, მადრიდში შევხდები. რამდენიმე დღის წინ მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, მაგრამ არაფერი ვიცი მისი გადაწყვეტილების შესახებ. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო დღეების განმავლობაში.“
„რა თქმა უნდა, უპირატესობას ეროვნულ ნაკრებს ვანიჭებ, თუმცა პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. ახალგაზრდულ კოლექტივშიც ბედნიერად ვგრძნობ თავს. მომწონს აქ ყოფნა, მეგობრების წრეში.“
„ჩემს საკლუბო ასპარეზობაზეა დამოკიდებული, მომეცემა თუ არა შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებისა. როდესაც გუნდში დავბრუნდები, ვეცდები, რომ მაქსიმალური სათამაშო დრო მივიღო.“
- 1 ივნისი 2022
- 1 746
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.