„რეალის“ ოფიციალური განცხადება - ბეილი
მადრიდის „რეალი“ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მადრიდის „რეალს“ სურს გამოხატოს მადლიერება და სიყვარულის გარეთ ბეილის მიმართ, რომელიც ახლა უკვე სამუდამოდ კლუბის ლეგენდის განუყოფელი ნაწილია.
2013 წლის 2 სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც ის 24 წლის ასაკში შეუერთდა „რეალის“ რიგებს, მან 9 წელი გაატარა კლუბის ისტორიის ერთ-ერთ ნათელ პერიოდში. „რეალის“ ღირსების დაცვის პროცესში ბეილმა 19 ტიტული დაიბევა: 5 ჩემპიონთა ლიგა, 4 საკლუბო მუნდიალი, 3 ევროპის სუპერ თასი, 3 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი და 3 ესპანეთის სუპერ თასი. ინდივიდუალური მიღწევის კომპონენტში, გარეთი 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამავე წელს მან მოიპოვა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის „ოქროს ბურთიც.“
პირადი რეკორდების მიღმა, ბეილმა არა ერთი გასაოცარი და გადამწყვეტი გოლი დატოვა გულშემატკივრების მეხსიერებაში - დაუჯერებელი თავური დარტყმა ლისაბონის ფინალში, წარმოუდგენელი რეიდი კოპა დელ რეის ფინალში, ისტორიული გასროლა კიევის ფინალში, რომელმაც მე-13 თასი მოგვიტანა.
მადრიდის „რეალი“ იყო და ყოველთვის იქნება მისი სახლი. გარეთ ბეილსა და მის ოჯახს ვუსურვებთ წარმატებებს.“
- 1 ივნისი 2022
- 4 270
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.