რას აპირებს დანი სებალიოსი?
მარკო ასენსიოს მსგავსად, დანი სებალიოსსაც გადაწყვეტილების მიღება მართებს.
ესპანელ ნახევარმცველს „რეალთან“ კიდევ 1 წელი აკავშირებს, თუმცა მან მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში უნდა გააკეთოს არჩევანი - კონტრაქტის გახანგრძლივება, თუ წასვლა.
არსებული მომენტისათვის, მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით არაფერია ცნობილია. გავრცელებული ინფორმაციით, თანაგუნდელებს დიდი სურვილია აქვთ სებას გუნდში დარჩენის. მათ ხელმძღვანელობასაც უთხრეს, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ შესანარჩუნებლად, ვინაიდან სხვა მსგავსი უნარების მქონე ფეხბურთელის მოძიება ძალიან გაუჭირდებათ.
სებალიოსი 2017 წლიდან ასპარეზობს „რეალში.“ მან სადებიუტო სეზონი ზიდანის დაქვემდებარებაში გაატარა, ხოლო შემდეგ 2 წლით „არსენალში“ გამოდიოდა განათხოვრების საფუძველზე. სევილიელი შარშან დაბრუნდა დედაქალაქში და რომ არა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მიღებული მძიმე ტრავმა, მისი მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა. დანიელი მხოლოდ იანვარში დაბრუნდა მოედანზე და იქედან მოყოლებული, 338 წუთი (18 მატჩზე გადანაწილებული) გაატარა საქმეში. ორჯერ სასტარტო შემადგენლობაშიც („ოსასუნასთან“ და „ესპანიოლთან“) მოუწია ასპარეზობა.
რაც მთავარია ანჩელოტი კმაყოფილია ნახევარმცველის გარჯით და ეს არა ერთხელ აღუნიშნავს პრესკონფერენციების დროს.
ვნახოთ, რას მოიფიქრებს სებალიოსი. მისი მიზანია მეტი სათამაშო დროის მიღება, რათა ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება შეძლოს.
- 1 ივნისი 2022
- 1 002
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.