როდის განაახლებს „რეალი“ ვარჯიშს?

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, სამეფო კლუბში არდადეგები დაიწყო.

ფეხბურთელთა ნაწილი უკვე შეუდგა დამსახურებული უქმე დღეების გამოყენებას, ხოლო მეორე ნახევარს კი სანაკრებო ბატალიებში ჩართვა მოუწია და მათმა შვებულება ცოტა ხნით გადაიწია.

როგორც ცნობილია, ახალი სეზონისათვის მზადებას ანჩელოტის შეგირდები 8 ივლისს დაიწყებენ. თავდაპირველად, „ვალდებებასის“ კარი იმ მოთამაშეებისთვის გაიღება, რომელთა ადგილებიც ეროვნულ გუნდებში ვერ მოიძებნა. მათ რამდენიმე დღეში შეუერთდებიან დანარჩენი თანაგუნდელებიც.

მადრიდელებს პრე-სეზონის გარკვეული ეტაპის გავლა ამერიკაში აქვთ დაგეგმილი, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ, მათ შორის ლას ვეგასში „ელ კლასიკოს.“

ანჩელოტის მიზანია, რომ გუნდი მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს ევროპის სუპერ თასს. ამისათვის ის და ანტონიო პინტუსი ძალისხმევას არ დაიშურებენ.

„რეალისა“ და „აინტრახტის“ თამაში 10 აგვისტოსთვისაა ჩანიშნული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (266)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)