„მილანი“ ლეაოს სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას ითხოვს
მოგეხსენებათ, „მილანელი“ ლეაო მადრიდის „რეალის“ რადარზეა. წინახაზელი ფლორენტინო პერესის რადარზე შარშანაც მოექცა, თუმცა მთავარი არჩევანი კილიან მბაპე იყო, ახლა კი ვითარება შეცვლილია. ლეოაო სერია „ა“-ს გამორჩეული ფეხბურთელის და მისი ფასიც გეომეტრიული პროგრესიით იმატებს, თუმცა „როსონერის“ მოთხოვნილმა თანხამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა...
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალთან“ მოსალაპარაკებლად პაოლო მალდინი შეირჩა, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.
ეს თანხა ფლორენტინო პერესისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ალტერნატიული წინადადება მზადდება.
„რეალი“ ლეაოს სანაცვლოდ „მილანს“ ლუკა იოვიჩს და მარკო ასენსიოს შესთავაზებს. პრეზიდენტმა იცის, რომ „შავ-წითლებს“ ორივე წინახაზელი აინტერესებთ, ამიტომ ეს წინადადება წესით მიმზიდველი უნდა იყოს.
ახალგაზრდა მილანელის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.
- 31 მაი 2022
- 1 163
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.