ოუენის მორიგი პროვოკაციული კომენტარი „რეალზე“
როგორც ჩანს, მაიკლ ოუენს ძალიან ცუდად ახსოვს მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი.
ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ყოფილმა მოთამაშემ დასძინა, რომ „ლივერპული“ 3-0 ან 3-1 დაამარცხებდა მეტოქეს. მიუხედავად პროგნოზის სიმცდარისა, ინგლისელი განაგრძობს პროვოკაციული კომენტარების გაკეთებას.
„„ლივერპულმა“ ყველაფერი სწორად გააკეთა, თუმცა უნდა შევაქოთ „რეალი.“ ეს კლუბი უბრალოდ იგებს დიდ თამაშებს.
როგორც ექსპერტებმა, საკუთარი აზრი უნდა გაგიზიაროთ. ყველა ვინც „წითლებზე“ ჩამოვდიოდით ფსონს, შევცდით. სტივენ ჯერარდი და რიო ფერდინანდიც იგივეს საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში. თქვენ უკეთესად იცით ყველაფერი, ვიდრე ჩვენ...
როდესაც გუნდი იგებს შეხვედრას, ეს არ სულაც არ ნიშნავს მის საუკეთესოობას. შემდეგ კვირაში მეორე შეხვედრა რომ გაიმართოს ამ კლუბებს შორის, ისევ მოიპოვებენ მადრიდელები გამარჯვებას? ან შეძლებენ „მან სიტის“ კვლავ დამარცხებას? ისინი 180 წუთიდან 160 წუთი დომინირებდნენ მოედანზე. პატივს ვცემ „რეალს,“ მაგრამ „ლივერპული“ უფრო ძლიერი გუნდი მგონია.
„რეალმა“ თავი გაართვა, მაგრამ როგორც იცით, ერთი თამაში არის ერთი თამაში. „ლივერპული“ ევროპაში ყველაზე სახიფათო გუნდია, რომელიც შიშს თესავს მეტოქეებში. კლოპის შეგირდებს მხოლოდ 2 დიდი ტიტული აკლიათ ამის დასამტკიცებლად.“
- 31 მაი 2022
- 4 318
- 13