„მან.სიტის“ პრეზიდენტი: „პერესმა მომილოცა კიდეც, მაგრამ...“
„მანჩესტერ სიტის“ დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა, ჰალდონ არ მუბარაკმა, „რეალთან“ ჩატარებული მეორე დაპირისპირება გაიხსენა.
„ჩემთვის ძალიან მძიმე იყო იმ მომენტში ფლორენტინო პერესის გვერდით ყოფნა. როგორც მახსოვს, დაახლოებით 82-ე წუთზე, მან მომილოცა კიდეც გამარჯვება, მაგრამ ზოგჯერ ასეთია ფეხბურთი.“
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, ინგლისელები 90-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა „რეალმა“ დიდებული „ქამბექი“ შეასრულა და ფინალის საგზურიც დაიბევა.
- 31 მაი 2022
- 1 280
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.