რაზე შეთანხმდნენ „რეალი“ და მარსელო?
როგორც განვილ უქმეებზე, „სატიაგო ბერნაბეუზე“ გამართული საზეიმო ღონისძიებიდან გახდა ცნობილი, მარსელო სხვაგან გააგრძელებს კარიერას.
ბრაზილიელ ფეხბურთელს 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი და „რეალი“ არ აპირებს მისთვის განახლების შეთავაზებას, შესაბამისად, 2006 წელს დაწყებული ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა. ის გუნდის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელის რანგში დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს.
„მარკას“ ინფორმაციით, „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა მარსელოს გამოსამშვიდობებელ საღამოს (რომელის ინსტიტუციური ხასიათის იქნება) მოუწყობს, როგორც ეს რამოსის შემთხვევაში მოხდა. ამ ეტაპისათვის, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
- 31 მაი 2022
- 1 791
- 3