„ჩელსი“ „რეალისგან“ 15 მილიონს მიიღებს
მადრიდელებს ლონდონელების ბიუჯეტში სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ.
Daily Mail-ის ცნობით, ედენ აზარის მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო, „რეალს“ „ჩელსისათვის“ ბონუსის სახით 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. აღნიშნული შეთანხმება კლუბებს შორის 2019 წელს შედგა, როდესაც ბელგიელი ნახევარმცველი ესპანეთის დედაქალაქში გადაბარგდა.
საინტერესოა, რომ განვლილ ტურნირზე „შვიდიანმა“ მხოლოდ 83 წუთი (3 მატჩზე გადანაწილებული) გაატარა საქმეში. მას მონაწილეობა არ მიუღია გადამწყვეტ დაპირისპირებაში „ლივერპულის“ წინააღმდეგ.
ერთი შეხედვით, საკმაოდ კომიკურ სიტუაციასთან გვაქვს საქმე.
- 30 მაი 2022
- 5 873
- 3