მილიტაო 2028
ანჩელოტის ფორმაციის გუნდში ედერ მილიტაოს როლი ფუნდამენტალურია.
ბრაზილიელი ფეხბურთელი დავიდ ალაბასთან ერთად სოლიდურ და სტაბილურ ტანდემს ქმნის დაცვის ცენტრში. მათი წარმატებული ასპარეზობის წყალობით, „ბლანკოსმა“ მიმდინარე სეზონში 3 ტიტულის დაბევება მოახერხა.
AS-ის ინფორმაციით, მადრიდელებმა მილიტაოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხები უკვე შეათანხმეს და ოფიციალურ გამოცხადებამდე, მხოლოდ ტექნიკური დეტალების გადაჭრა რჩება. ხელშეკრულების განახლების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელი 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება ესპანეთის დედაქალაქში.
მილიტაო „რეალს“ 2019 წელს „პორტუდან“ შუერთდა. „თეთრებმა“ პორტუგალიელებს 50 მლნ. ევრო ჩაუთვალეს მის სანაცვლოდ და შესაბამისად, კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა.
ამ სეზონში ედერმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (ყველა სასტარტო შემადგენლობიდან) და 2 გოლი ჩაიწერა აქტივში. საერთო ჯამში მოთამაშეს „რეალის“ მაისური 91-ჯერ აქვს მორგებული (მოგებული ტიტულები: 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერთასი და 1 ჩემპიონთა ლიგა).
- 30 მაი 2022
- 1 412
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.