ჩუამენი - „რეალი“ და არაფერი სხვა!
პარიზის შემდეგ, სატრანსფერო სიახლეების ეპიცენტრმა მონაკოში გადაინაცვლა.
RMC Sport-ის ცნობით, სამეფო კლუბი ახლოს არის ოურელინ ჩუამენის დამატებასთან. მონეგასკურ კლუბთან მოლაპარაკებების პროცესს პირადად ხელმძღვანელობს ფლორენტინო პერესი.
ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს „პსჟ“-ც. ისინი ასტრონომიული თანხის შეთავაზებით ცდილობენ ტრანსფერის დახურვას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჩუამენი მადრიდის გარდა სხვა ვარიანტს არც კი განიხილავს. შესაბამისად, „მონაკოს“ მოუწევს „ბლანკოსის“ 80 მილიონიან წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს.
არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, 22 წლის ფეხბურთელ შემდეგი სეზონიდან ესპანეთის დედაქალაქში იასპარეზებს.
- 30 მაი 2022
- 4 999
- 3