ისკო: „9 წლიანი კარიერა დასრულებულია“
ისკო ალარკონმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა, რომ „რეალს“ ტოვებს.
„როდესაც ვიყავი „მალაგაში,“ ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი. მე შევუთანხმდი სხვა გუნდს, მაგრამ „რეალმა“ მომიკაკუნა კარზე და მათთვის უარის თქმა არ შეიძლებოდა, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა არსებობს გამონაკლისი (კუსა და სიცილის ემოჯი - ავტ.).
მახსოვს, როგორ ეუბნებოდნენ ჩემს ახლობლებს - „ჯანდაბას „რეალი,“ მადრიდელებს დიდი ხანია არ მოუგიათ ჩემპიონთა ლიგა.“ მალე, კლუბთან ერთად „ლა დესიმა“ ვიზეიმე და რაც შემდეგ მოხდა უბრალოდ ისტორიაა.
9 წლის შემდეგ ჩემი მადრიდული კარიერას დასასრულს უახლოვდება. ეს არის კლუბი, რომელმაც ბავშვობის ოცნებები რეალურად მიქცია.
ტიტულებისა და მიღწევების პარალელურად, „რეალმა“ მომცა შესაძლებლობა მეთამაშა და გამეცნო შეუდარებელი ადამიანები. მათთან ერთად დიდებული პერიოდი გავატარე და ამას ვერავინ წამართმევს, ვინაიდან, ერთმნიშვნელოვნად ყველაფერი დავიმახსოვრე. იმედია თქვენც!
მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ბაზის თანამშრომლებს და „სანტიაგო ბერნაბეუს,“ იმ სამსახურის, სიყვარულოსა და მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩემს მიმართ იჩენდნენ. ამის დანაკლისს არასდროს განვიცდიდი.
ამასთანავე, მადლიერებას გამოვხატავ ქომაგების მიმართ. პირველი დღიდან თბილად მიმიღეს და ყოველთვის მხურვალედ მქომაგობდნენ. გულშემატკივრები ამ გუნდს მიჰყვებიან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
გუშინ მეგობარს ვუთხარი, ვერ ვხვდები რა საჭიროა ამხელა ღონისძიების მოწყობა, როდესაც მე-15 ტიტული უკვე გზაშია (ჰაჰაჰა).
მშვიდობით და ჰალა მადრიდ!“
ესპანელ ნახევარმცველს 1 თვეში ეწურება მოქმედი კონტრაქტი. ამ ეტაპისათვის უცნობია, სად გააგრძელეს ის კარიერას.
მალაგელმა „ბლანკოსის“ რიგებში 356 შეხვედრა ჩაატარა. მის აქტივშია 19 ტიტული, 53 გოლი და 56 ასისტი.
- 30 მაი 2022
- 5 948
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.