ნადალი: „ეს იყო ყველაზე გიჟური“
„ლივერპულისა“ და „რეალის“ დაპირისპირებას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს რაფაელ ნადალი, რომელიც პარალელურად, „როლან გაროსზე“ ასპარეზობს. ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე მისი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.
ესპანელმა სპორტსმენმა საყვარელი გუნდის გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა: „პირველად დავესწარი ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ჩემმა კლუბმა მოიგო. რთული იყო სტადიონზე მოხვედრა, თუმცა დიდი სიამოვნება მივიღე. ვფიქრობ, „რეალმა“ ყველაზე გიჟური ჩემპიონობა მოიპოვა. ტიტულამდე განვლილი გზა უბრალოდ დაუჯერებელია. მათი თითოეული თამაში განსაკუთრებული გამოდგა.“
„„ქამბექები“ მეტად რთული შესასრულებელია... კურტუა შესანიშნავად ასპარეზობდა. ეს ყველაფერი იყო გუნდური მუშაობის შედეგი. მადრიდელებმა კოლექტიური ტიტული მოიპოვეს და არა ინდივიდუალური, რაც ნიშანდობლივია.“
„სამწუხაროდ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, საზეიმო ცერემონიის ნახვა ვეღარ მოვახერხე, სახლში მომიწია წასვლა. მადლობა, რომ „რეალმა“ და „უეფამ“ მე და ჩემი ოჯახი თამაშზე მიგვიწვიეს.“
- 30 მაი 2022
- 1 509
- 5