ანჩელოტისა და ფეხბურთელების კომენტარი საზეიმო ღონისძიებიდან
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კარლო ანჩელოტიმ და ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.
ანჩელოტი: „მადლობა იმ სიყვარულისათვის, რაც განვლილი სეზონის განმავლობაში გაიღეთ. თქვენი დამსახურებით ამ სტადიონზე არა ერთ „ქამბექს“ ჩაეყარა საფუძველი. ჩვენ დიდებულ დროს ვატარებთ, ვინაიდან თქვენსავით „რეალის“ გულშემატკივრები ვართ.“
კურტუა: „დილით ჯერ კიდევ დაუჯერებელი იყო, რომ პირველი ევროპული ტიტული დავიბევე. ეს სასწაული გრძნობაა. ჩემთვის დიდი პატივია „რეალის“ ღირსების დაცვა. ვიმედოვნებ, მსგავსდ გავაგრძელებ ასპარეზობას და გუნდს კიდევ მრავალი თასის მოპოვებაში დავეხმარები.“
ბენზემა: „უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენთ თქვენთვის ვიგებთ ტიტულებს. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ქომაგების ყოფნა სტადიონზე, ეს ძალიან კარგია.“
ვინი: „უბედნიერესი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში, რომ მაცვია ეს მაისური. დიდებული სეზონი გვქონდა, დიდებული „ქამბექებით.“
კაზემირო: „ჩემს ღრმა ოცნებაშიც არ მეგონა, თუ ამდენ ტიტულს მოვიგებდი. მიმდინარე წელს არა ერთი სასწაულებრივი ბარიერი დავძლიეთ და მაგიური საღამოების მონაწილე გავხდით.“
კარვახალი: „მადლობა მადრიდისტებს მხარდაჭერისათვის. ამ სეზონში მე-12 მოთამაშის სტატუსი მოირგეს, განსაკუთრებულად პლეიოფის საშინაო შეხვედრების დროს. მათი წვლილი „ქამბექებში“ არის ფუნდამენტალური. გუშინ ყველაფერი დავასრულეთ და მინდა მათ მივუძღვნა გამარჯვება.“
ვალვერდე: „გახარებული ვარ მთლიანი გუნდის თავგანწირვით. ეს განსაკუთრებული, თუმცა მხოლოდ დასაწყისია.“
მილიტაო: „თავს ბედნიერად ვგრძნობ, შესანიშნავი წვეულების მომსწრენი გავხდით. უზომო სიხარულია ამ ყველაფრის გაზიარება ქომაგებისთვის. ეს ფასდაუდებელია.“
ნაჩო: „დიდი მადლობა ყველაფრისათვის, რაც ჩვენთვის გაეცით. ჩვენ ისტორიული და დაუჯერებელი მატჩების თანაზიარნი გავხდით. თქვენ იცით, რომ ყოველთვის მეტი ტიტული გვინდა. წინ მადრიდო.“
როდრიგო: „ეს არის არაჩვეულებრივი მომენტი ჩემთვის და ჯერ სათანადოდ ვერ ვაანალიზებთ. მადლიერებას გამოვხატავ შემადგენლობის ვეტერანი წევრების მიმართ, რომლებიც მუდამ გვეხმარებიან და მოედანზე ყოფნას გვიადვილებენ.“
ლუკას ვასკესი: „ჩვენ კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ, ეს უბრალოდ ამ გუნდის საიდუმლოა. თავდაუზოგავად მუშაობას გავაგრძელებთ, რათა კიდევ მეტი მივიღოთ. ახლა დასვენებას ვაპირებთ და შემდეგ ახალ თასებზე დავიწყებთ ფიქრს.“
ასენსიო: „როდესაც „რეალში“ გადმოვედი და პირველივე სეზონში მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, განუმეორებელი ოცნება მეგონა, თუმცა ამ კლუბში ასეთი დიდებული რაღაცები ხდება. გულშემატკივრებთან მეტად განსაკუთრებული კავშირი შევქმენით.“
კამავინგა: „პირველი ევროპული თასი მოვიგე „რეალის“ რიგებში და თავას ამაყად ვგრძნობ. მინდა, რომ იმდენი ჩემპიონობა მოვიპოვო, რამდენსაც ბენზემა და მარსელო მოითვლინა. აქ ამის გამო მოვედი. ახლა გართობის დროა.“
- 30 მაი 2022
- 1 480
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.