„რეალმა“ „სიბელესზე“ იზეიმა ჩემპიონობა
დედაქალაქის მერიის სტუმრობის შემდეგ, „რეალის“ ფეხბურთელებმა სპეციალური ღია ავტობუსით „სიბელესის“ მოედნისკენ აიღეს გეზი.
საყვარელ ფეხბურთელებს მადრიდის ღირშესანიშნაობის მისადგომებთან ათასობით გულშემატკივარი დახვდათ. თეთრ სამოსში გამოწყობილი ადამიანები სხვადასხვა სიმღერებითა და შეძახილებით, მხურვალედ აღნიშნავდნენ ჩემპიონთა ლიგის მე-14-დ მოგებას.
გუნდის კაპიტანმა მარსელომ ტრადიციული რიტუალი შეასრულა. მან „სიბელესის“ მონუმენტს კლუბის დროშა შემოახვია, რაც ჩემპიონობის აღნიშვნის პროცესში ყველაზე ამაღელვებელი ეპიზოდია.
ქომაგები განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავდნენ მარსელოს მიმართ. ისინი პერიოდულად მის გვარს სკანდირებდნენ.
მოთამაშეები რიგ-რიგობით მიდიოდნენ მიკროფონთან და შეკრებილ ინჩასებს ამხნევებდნენ ცნობილი ფრაზებითა და სიმღერებით.
- 29 მაი 2022
- 697
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.