„რეალი“ მადრიდის მერიას სტუმრობდა
ჩემპიონობის აღნიშვნის ფარგლებში, სამეფო კლუბის დელეგაცია დედაქალაქის მერიას სტუმრობდა.
„რეალის“ ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პრეზიდენტს ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ (მერი) საზეიმო დახვედრა მოუწყო, რომელსაც ასობით გულშემატკივარი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
აღნიშნული ღონისძიება სიმბოლური საჩუქრების გაცვლით დაიწყო. მარსელომ ბატონ მერს თასის რეპლიკა და მაისური გადასცა. შემდეგ კი მოთამამაშეებმა სამახსოვრო წიგნში ჩანაწერები გააკეთეს და ადგილობრივ თანამშრომლებთან ერთად სურათები გადაიღეს.
„პატივი გვაქვს დავბრუნდეთ მადრიდის მერიაში, რომელიც ჩვენი სახლია. რაც ამ ფეხბურთელებმა გააკეთეს ისტორიის წიგნში შევა, არა მხოლოდ ფეხბურთის, არამედ მთლიანად სპორტის. მადრიდისტებმა უკვე იციან რა არის ჩვენი მომდევნო მიზანი - რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მე-15 თასი“ - აღნიშნა პერესმა.
- 29 მაი 2022
- 583
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.