კურტუას აღიარება: „ეს რამდენიმე თვის წინ დაიწყო“

ტიბო კურტუამ შთამბეჭდავი სეზონი ბრწყინვალე ასპარეზობით დაასრულა. „რეალის“ კარის დარაჯმა „ლივერპულის“ ფებურთელებს გოლის გატანის საშუალება არაფრის დიდებით არ მისცა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, ფეხბურთელმა ბელგიურ ტელევიზიასთან ჩაწერა კომენტარი, სადაც აღიარა, რომ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ტრავმის ფონზე უწევს თამაში: „ტკივილი ახლაც მაწუხებს, მაგრამ ასატანია. ჩვენ იანვრიდან მოყოლებული ვაკონტოლებთ მას. არსებული ეტაპისათვის ოპერაციას არ ვსაჭიროებ, მაგრამ თუ მინდა, რომ მომდევნო სეზონის სტარზე მოწოდების სიმაღლეზე გამოვიყურებოდე, სათანადო დასვენებაა საჭირო.“

„გარკვეულ დისკომფორტს „ლივერპულთან“ შეხვედრაშიც ვგრძნობდი.“

კურტუა უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის სამშობლოში. დიდი ალბათობით, ტიბო ივნისის სანაკრებო ბატალიებს გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად, მას 6 კვირიანი უქმობა მართებს.


1

29 მაი 2022 16:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 840
Ukve realis legendaa da sauketeso mekarec wels esec ukonkurentoa rogorc benzo:))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)