ლუკა მოდრიჩთან დაკავშირებით ყველაფერი გადაწყვეტილია!
ჩემპიონთა ლიგის მოგების პარალელურად, მედიაში არანაკლებ სასიხარულო სიახლე ვრცელდება.
ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლუკა მოდრიჩმა, რომლის „რეალში“ ყოფნის ვადაც 30 ივნისს იწურება, 2 თვის წინ, ხელშეკრულების განახლებას მოაწერა ხელი. აქამდე, ინფორმაციის ოფიციალურად გავრცელებას ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური პაექრობა აყოვნებდა (იტალიელი ინსაიდერის სოციალურ ქსელში გაკეთებული აღნიშნული პოსტი თავად ფეხბურთელმა მოიწონა - ავტ).
„მარკას“ ცნობით, ხორვატი ნახევარმცველი კიდევ 1 წლით დარჩება „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ხოლო მისი პირობები ხელფასთან დაკავშირებით უცვლელია (არც მომატება, არც დაკლება). აღსანიშნავია, რომ მხარეები მხოლო ერთხელ შეხვედრით შეთანხმდნენ ყველაფერზე.
ლუკა მოდრიჩი 2012 წლიდან ასპარეზობს „ბლანკოსში.“ ის ჭეშმარიტი ლეგენდა და მადრიდისტაა.
- 29 მაი 2022
- 3 565
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.